m²-მა სრულიად ახალი უბნის, "m³ საბურთალოს" მშენებლობა დაიწყო. საცხოვრებელი უბანი მარშალ გელოვანის გამზირზე აშენდება და თბილისი თანამედროვე გეგმარების მქონე ახალ უბანს მიიღებს.
სახელწოდება: M2 დეველოპმენტი ტიპი: სამშენებლო კომპანია (დეველოპერი) ყველა შემოთავაზება (1)
აღწერა
m² უკვე 15 წელია საქართველოში ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს. კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმითა და ინოვაციური მიდგომებით.
m²-ის აქციების 100%-იანი წილის მფლობელია საინვესტიციო კომპანია "საქართველოს კაპიტალი".
კომპანიის მიერ დასრულებულ 11 საცხოვრებელ კომპლექსში დღეს 3,000-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს. ენერგო ეფექტურობა, მაღალი ხარისხის მშენებლობა, პროექტების თანამედროვე ინფრასტრუქტურა, სახლების ჩაბარების შემდგომი მომსახურება კომპლექსებში, m²-ის სახლებს საქართველოს ბაზარზე გამორჩეულს ხდის.
2019 წლიდან კომპანიამ დაიწყო უბნის ტიპის პროექტების განხორციელება. სწორედ ასეთი პროექტია m³ საბურთალო, რომელიც 2000 ოჯახზეა გათვლილი.
m²-ის დასრულებული საცხოვრებელი კომპლექსებია:
m² ჩუბინაშვილზე, m² იპოდრომთან, m² ყაზბეგზე, m² ნუცუბიძეზე, m² თამარაშვილზე, ოპტიმა ისანი, სქაილაინ რეზიდენსი, m² იპოდრომთან 2, m² ყაზბეგზე 2, m² ჭავჭავაძეზე, m² მელიქიშვილზე.
დღეისათვის კომპანია m²-ს აქვს ხუთი მიმდინარე პროექტი:
m² Highlight, m³ საბურთალო, m² მირცხულავაზე, m² ჭყონდიდელზე, m² ნუცუბიძეზე 2.
m² - იცხოვრე შენი ცხოვრებით!
საკონტაქტო ინფორმაცია ქვეყანა: საქართველო რეგიონი: თბილისის რეგიონი ქალაქი: თბილისი რაიონი/ადგილი: საბურთალო მისამართი: კარტოზიას 10 ტელეფონი: +995-32-2-444-111 მობილური: +995-32-2-444-111 ვებ გვერდი: m2.ge ელ. ფოსტა 1: infom2.geკოპირება e-mail Facebook URL: Instagram URL: ბმული: