პროექტი მდებარეობს ქალაქის ძველ და ამავე დროს ცენტრალურ უბანში, მ.წინამძღვრიშვილის N მარჯანიშვილის მეტრო სადგურიდან 500 მეტრში.
პროექტის მთავარი უპირატესობაა ლოკაცია, გარშემო არსებული სკოლები, ბაღები, სკვერები და მაღაზიები ჩვენს მაცხოვრებლებსს დამატებით კომფორტს უქმნის. პროექტი 6 სართულიანია, -1 სართულზე გათვალისწინებულია დახურული ავტოსადგომი, 1 სართული კომერციულ ფართს ეთმობა, ხოლო დანარჩენი 3 სართულს საცხოვრებელი ბინები იკავებს.
თითოეულ სართულზე განლაგებულია 7 ბინა, თანამედროვე არქიტექტურულმა გადაწყვეტილებამ საშუალება მოგვცა რომ სართულები დაგვეყო მინიმალურ ფართებად (ბინების კვადრატულობა იწყება 32 მ.2-დან) მომხმარებელს ასევე ვთავაზობთ ინდივიდუალურ გეგმარებებს.
აღსანიშნავია რომ პროექტი არ არღვევს ქალაქისა და კონკრეტულად ამ უბნის იერსახეს და ამავე მიზეზით იცავს ამ უბანზე არსებულ სართულიანობას. მშენებლობის ხარისხს ყოველთვის განსაზღვრავს სამშენებლო მასალების მაღლი ხარისხი, რაც თავისმხრივ საიმედო ინვესტიციის გარანტია.
გადახდის პირობები: შიდა განვადება პროექტის დასრულებამდე მოქმედებს ფასდაკლება ერთიან გადახდაზე იპოთეკა ფორმდება TBC ბანკთან იპოთეკა ფორმდება საქართველოს ბანკთან (BOG) სპეციალური შეთავაზება მოქმედებს SOLO-ს და STATUS-ის კლიენტებისთვის
პროექტის მახასიათებლები: ფასადი მოპირკეთებულია ბუნებრივი აგურით სადარბაზო და კიბე მოპირკეთებულია ბუნებრივი ქვით მონოლითური სამუშაოები შესრულებულია HAIDELBERG - ის ბეტონით; ფასადის პერიმეტრი ამოყვანილია BEDEGI-ს იზობლოკით რაც უზრუნველყობს ხმის იზოლაციასა და ენერგოეფექტურობას; გამყოფი კედლები ამოშენებულია BEDEGI-ს იზობლოკით რაც ასევე უზრუნველყოფს სიმყუდროვეს; საფასადე სამუშაოები შესრულებულია CAPAROL-ის უმაღლესი ხარისხის დეკორატიული ბათქაშით; ფასადი შეღებილია გერმანიაში წარმოებული საღებავით; მეტალო პლასტმასის კარ-ფანჯარა; პროექტი ბარდება 2021 წლის დეემბერში
სახელწოდება: დუქს დეველოპმენტი ტიპი: სამშენებლო კომპანია (დეველოპერი) ყველა შემოთავაზება (3)
აღწერა
"დუქს დეველოპმენტი" არის აზერბაიჯანული საინვესტიციო ჯგუფ - ORI Group-ის შვილობილი კომპანია. კომპანია დაფუძნებულია პარტნიორების გამოცდილებაზე, რომლებიც 2007 წლიდან წარმატებით ახორციელებენ დეველოპმენტის მიმართულებით სხვადსხვა პროექტებს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.
"დუქს დეველოპმენტის" მისიაა, განახორციელოს დეველოპერული პროექტები ქვეყნის მასშტაბით და დაამკვიდროს ინვესტორისა და კლიენტის კმაყოფილებაზე გათვლილი სტანდარტები მშენებლობის სფეროში.
წლების განმავლობაში "დუქს დეველოპმენტმა" შეიძინა საიმედო პარტნიორები, რომლებიც წარმოადგენენ წამყვან ევროპულ ბრენდებს სამშენებლო მასალების ინდუსტრიაში. თანამშრომლები სისტემატიუარდ გადიან სწავლებებს და ეცნობიან არსებულ სიახლეებს, სწორი სტანდარტების და მაღალი ხარისხის მიღწევის მიზნით.
21-ე საუკუნეში, როდესაც კონსტრუქციული მიღწევები გაოცებას აღარ იწვევს, დიზაინი გახდა მთავარი პრიორიტეტი მსოფლიო სამშენებლო ინდუსტრიაში. ჩვენი კომპანია იზიარებს თანამედროვე არქიტექტურულ ხედვებს და წარმოდგენებს დიზაინის შესახებ, რის გამოც ყავს საკუთარი გუნდი დაკომპლექტებული არქიტექტორ-დიზანერებით. სისტემატიურად ხდება მათი ვიზიტები მსოფლიოს მაშტაბით გამართულ გამოფენებზე.
რას გთავაზობთ ჩვენ?
უკანასკნელ წლებში საქართველოში სამშენებლო ბიზნესის განვითარებამ და კონკურენციამ, ბინის შეძენის მსურველებში ახალი ტიპის მოთხოვნები და პრიორიტეტები ჩამოაყალიბა. "დუქს დეველოპმენტი" მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო სამშენებლო პროექტებს, არქიტექტურული, კონსტრუქციული და ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, შესრულებული უახლესი ტექნოლოგიებით და უმაღლესი ხარისხსის მასალებით.
ყველა ეტაპზე კომპანია ამოწმებს, ადგენს დოკუმენტს შესრულებული სამუშაოს ან მასალის ხარისხზე მის სტანდარტებთან შესაბამისობაზე, რომელიც განთავსდება ვებ-გვერდზე და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მსურველისთვის.
მშენებლობა გაკონტროლებული ვიდეო კამერის დახმარებით, ხელმისაწვდომი ნებისმიერი მსურველისთვის.
მშენებლობების დასრულების შემდგომ მათი ექსპლუატაციის კონტროლი. სერვისის დასახელება: "კომენდატის მომსახურება".
საკონტაქტო ინფორმაცია ქვეყანა: საქართველო რეგიონი: თბილისის რეგიონი ქალაქი: თბილისი რაიონი/ადგილი: ვაკე მისამართი: ზაქარია ფალიაშვილის ქუჩა 23 ტელეფონი: +995-322-50-00-32 მობილური: +995-551-720-300 ვებ გვერდი: dux.ge ელ. ფოსტა 1: infodux.geკოპირება e-mail Facebook URL: ბმული: