"მონოლით ვარკეთილი" თანამედროვე, უმაღლესი ხარისხის საცხოვრებელი კორპუსია, რომელიც 12 სართულისაგან შედგება, საიდანაც 10 სართული საცხოვრებელი ბინებია, ხოლო 2 სართული მიწისქვეშა ავტოსადგომებია. "მონოლით ვარკეთილი"-ს მშენებლობაში მხოლოდ მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალები გამოიყენება. გარდა ამისა, იგი საუკეთესო მდებარეობითაც გამოირჩევა. საცხოვრებელი კორპუსი, მყუდრო ადგილას მდებარეობს, სადაც არ შეგაწუხებთ ქალაქის ხმაური, რადგან კომპლექსი ცენტრალურ მაგისტრალს მოშორებულია.
"მონოლით ვარკეთილი" კორპუსი ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენებით შენდება, რაც უზრუნველყოფს კომუნალური გადასახადების 40%-მდე დაზოგვას.
კონსტრუქცია საცხოვრებელი შენობის მზიდ კონსტრუქციას წარმოადგენს მონოლითური რკინა-ბეტონის კარკასი, სიხისტის დიაფრაგმებით 2 მიმართულებით. შენობა ძირითადად ქანებზეა (კლდეზე) დაფუძნებული, რკინა-ბეტონის მონოლითური ხიმინჯებით. სართულშუა გადახურვა მონოლითურ რკინა-ბეტონის ფილას წარმოადგენს. სახურავი ბრტყელია და დათბუნებულია პენოპილისტიროლით. საცხოვრებელ კომპლექსს აქვს მიწისქვეშა და გარე ავტოსადგომი.
ფასადი და გარე კედლები შენობის ფასადი დამუშავებულია ყინვაგამძლე ფითხით, გაკრულია სამღებრო ბადე, მოპირკეთებულია ყინვამედეგი ფითხით და გადაღებილია „კაპაროლის“ ფასადის საღებავით. კომპლექსის გარე კედლები ნაშენებია გაზო ბლოკით, რაც უზრუნველყოფს ჰიდრო და თბოიზოლაციას. კოლონები და რიგელები დათბუნებულია პენოპლასტით.
ჰოლი და დერეფნები იატაკი მოპირკეთებულია კერამიკული ფილებით. კედლები დამუშავებულია ყინვაგამძლე ფითხით და გადაღებილია „კაპაროლის“ ფასადის საღებავით. შენობაში დამონტაჟებულია სამგზავრო ლიფტი. სადარბაზოს აქვს შესასვლელი რკინის კარი.
წყალმომარაგება საცხოვრებელი კომპლექსის წყალმომარაგებას უზრუნველყოფს ქალაქის წყალმომარაგება.
ელექტრომომარაგება კომპლექსის ელექტრომომარაგებას უზრუნველყოფს კომპანია „თელასი“.
ავტოსადგომი საცხოვრებელ კორპუსს გააჩნია დახურული ავტოსადგომი.
დამიწების სისტემა შენობის დამიწება ხდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
ბუნებრივი აირი საცხოვრებელ კომპლექსში ბუნებრივი აირით მომარაგებას უზრუნველყოფს კომპანია „თბილისი ენერჯი“.
სახელწოდება: მონოლით ჯგუფი ტიპი: სამშენებლო კომპანია (დეველოპერი) ყველა შემოთავაზება (1)
აღწერა
შპს "მონოლით ჯგუფი" დაფუძნდა 2013 წლის 11 ნოემბერს. კომპანიის მიზანია ქართულ სამშენებლო ბაზარზე თავი დაიმკვიდროს, როგორც სანიმუშო და მომხმარებლის მოთხოვნებზე მაქსიმალურად მორგებულმა ჯგუფმა.
"მონოლით ჯგუფი" არის პროფესიონალთა გუნდი, რომელთა თანამონაწილეობით და ხელმძღვანელობით აშენებულია და აღდგენილია ეკლესია, სალონი, სასტუმრო კომპლექსი, მუზეუმი, ბანკები, საცხოვრებელი სახლები, მრავალფუნქციონალური კომპლექსები, ლაბორატორიები და მრავალი სხვა.
ჩვენი კომპანია ასრულებს სამშენებლო, სარეკონსტრუქციო, სარესტავრაციო და სარემონტო სამუშაოებს.
კომპანიაში დასაქმებული მაღალკვალიფიციური ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი და მუშა მოსამსახურეები უზრუნველყოფენ შესრულებული სამუშაოების უმაღლეს ხარისხს.
საკონტაქტო ინფორმაცია ქვეყანა: საქართველო რეგიონი: თბილისის რეგიონი ქალაქი: თბილისი რაიონი/ადგილი: ორთაჭალა მისამართი: ბეჟან კალანდაძის ქუჩა 1 ფილიალის მისამართი: ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი 47 ტელეფონი: +995-32-230-99-77 მობილური: +995-595-99-77-00 ვებ გვერდი: monolith.ge ელ. ფოსტა 1: infomonolith.geკოპირება e-mail Facebook URL: ბმული: