„კინორი ვაშლიჯვარი“კომპანია Kinori- ის პირველი ფრანგული ინვესტიციაა საქართველოში. პროექტი გოძიაშვილის ქუჩაზე ხორციელდება და მისი კონცეფცია იზიარებს თანამედროვე სამშენებლო სფეროს საუკეთესო ტენდენციებს.
„კინორი ვაშლიჯვარი“ მომხმარებელს სთავაზობს:
ფრანგულ ესთეტიკას და ევროპული ხარისხის ბინებს დედაქალაქის ულამაზესი პანორამული ხედით ეკოლოგიურად სუფთა გარემოს ლისის ტბიდან 5 წუთის სავალზე მოპირკეთებულ, გამწვანებულ ეზოს, ბავშვთა გასართობი სივრცით მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომს „კინორი ვაშლიჯვარში“ ბინის შეძენისას მოქმდებს:
შიდა 2 წლიანი უპროცენტო განვადება 15 წლიანი საბანკო განვადება მხოლოდ პირადობის მოწმობის საფუძველზე. ,,კინორი ვაშლიჯვარი“ სრულდება 2020 წლის სექტემბერში.
Kinor ეს არის მრავალწლიანი ფრანგული გამოცდილება უძრავი ქონების დეველოპმენტში და ახალი სიტყვა ქართულ საინვესტიციო ბაზარზე. მისი ისტორია 2018 წელს იწყება, როდესაც ორმა ფრანგმა მეგობარმა და დიდი ხნის პარტნიორმა ჟორჟ კოენმა და დომინიკ რომანომ აღმოაჩინეს საქართველო და მისი საინვესტიციო პოტენციალი.
ბაზრის ხანგრძლივი და საფუძვლიანი კვლევის შემდეგ, ლუქსემბურგში დაფუძნდა კომპანია Kinor Investment SCSp“ და გაიხსნა თბილისის ოფისი.
კომპანიის დამფუძნებლების გამოცდილება ფრანგული უძრავი ქონების ბაზარზე 20 წელზე მეტს მოიცავს და შესაბამისად, წარმოადგენს ქართული საინვესტიციო ბაზრის მკვეთრი განვითარების წინა პირობას.
Kinor Investment SCSp-ის სახით შეიქმნა ერთგვარი საინვესტიციო პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის პოზიციონირებას მსოფლიო საინვესტიციო ბაზარზე.
დღესდღეობით, კომპანიის ბალანსზეა ერთი მიმდინარე პროექტი, kinor ვაშლიჯვარი – მულტი-ფუნქციური საცხოვრებელი სახლი, რომელიც სრულად დაფინანსებული და დაზღვეულია თიბისი ბანკის მიერ. სამშენებლო პროცესს მონიტორინგს უწევს, როგორც ბანკის წარმომადგენლობა, ასევე ადგილობრივი უმსხვილესი სამშენებლო კომპანია „ინ-სი“.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, უახლოეს მომავალში , კომპანია პრემიალური ხაზის საცხოვრებელი ბაზრის სეგმენტის მოცვასაც აპირებს. გრძელვადიან პერსპექტივაში დაგეგმილია ყველა საბიუჯეტო სეგმენტის და მიმართულების ათვისება.
კომპანიის მისიაა ქართულ დეველოპერულ ბაზარზე ევროპული გამოცდილების და სტანდარტების დანერგვა, ადგილობრივი მოთხოვნების გათვალისწინებით.
საკონტაქტო ინფორმაცია ქვეყანა: საქართველო რეგიონი: თბილისის რეგიონი ქალაქი: თბილისი რაიონი/ადგილი: მთაწმინდა მისამართი: ძმები ზუბალაშვილების ქუჩა 10 ტელეფონი: +995-595-825555 მობილური: +995-551-89-55-55 ვებ გვერდი: www.kinor.ge ელ. ფოსტა 1: infokinor.geკოპირება e-mail Facebook URL: ბმული: