სამშენებლო კომპანია (დეველოპერი)გუდაური ჰილსი საქართველოთბილისის რეგიონითბილისისაბურთალოთამარაშვილის ქუჩა 10
სახელწოდება: გუდაური ჰილსი ტიპი: სამშენებლო კომპანია (დეველოპერი) ყველა შემოთავაზება (1) გააზიარე (share):
ნახვა: 2824დამატებულია: 01-05-2020 10:44:56
აღწერა
საინვესტიციო პროექტი „გუდაური ჰილსი“ არის მრავალფუნქციური აპარტ-ჰოტელი გუდაურში, რომელიც სთავაზობს მომხმარებელს აპარტმენტის ტიპის ნომრებს მაღალი ხარისხის რემონტით, მოპირკეთებულს ევროპული მასალებით და მოწყობილს თანამედროვე ტექნიკითა და ინვენტარით. კომპანიას გააჩნია სამშენებლო ბაზარზე მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება. მაღალკვალიფიციური პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდის მიერ განხორციელებულია არაერთი წარმატებული პროექტი, რომელთა შორის არის გუდაურში 90 ბინიანი დასრულებული საცხოვრებელი სახლი.
კომპანია გუდაურში ახორციელებს 62 აპარტამენტიანი სასტუმროს მშენებლობას, მოწყობილს თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით, სადაც, უძრავი ქონების შეძენით, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, გახდეთ „გუდაური ჰილსი“-ს როგორც ბინადარი, ამავდროულად – გრძელვადიანი პარტნიორი. სურვილის შემთხვევაში “გუდაური ჰილსი“ უზრუნველყოფს აპარტამენტის გაქირავებას, რითაც მფლობელს უჩნდება სტაბილური შემოსავლის წყარო. კომპლექსს გააჩნია ექსკლუზიური მდებარეობა, იგი განთავსებულია რამდენიმე მეტრში როგორც საავტომობილო გზიდან, ასევე პირველი სათხილამურო ტრასიდან: Ski-in/Ski-out კონცეფციით პირველ საბაგიროსთან. შენობა მდებარეობს ზღვის დონიდან 2070 მეტრზე და აქვს განსაკუთრებული ხედი კავკასიონის ქედზე.
პროექტის შესახებ:
შენობა წარმოადგენს 6 სართულიან მრავალბინიან სასტუმროს ტიპის საცხოვრებელ კომპლექსს, რომელსაც გააჩნია, ლობი, რეცეფცია, რესტორანი, თხილამურების შესანახი ოთახი და გარე ავტოსადგომი; შენობა დაპროექტებულია მთავრობის 41-ე დადგენილების შესაბამისად, თანამედროვე სასტუმროს სტანდარტების გათვალისწინებით; შენობა წარმოადგენს რკინა-ბეტონის კარკასულ კონსტრუქციას, მოპირკეთებულს მაღალ ხარისხიანი ენერგო ეფექტური, ეკოლოგიურად სუფთა, ევროპული წარმოშობის მასალებით, რომელიც აღჭურვილი იქნება დაცვისა და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით; დათბუნებული ფასადი უზრუნველყოფს შენობის ეფექტურ ექსპლუატაციასა და კომუნალური დანახარჯების 40%-მდე ეკონომიას; აპარტამენტები ბარდება სრულად გარემონტებულ მდგომარეობაში. ქირავნობის ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში აპარტამენტი ჩაბარდება სასტუმროს სტანდარტის შესაბამისად მოწყობილი ავეჯით, პირველი ტექნიკითა და საყოფაცხოვრებო ინვენტარით.
საკონტაქტო ინფორმაცია ქვეყანა: საქართველო რეგიონი: თბილისის რეგიონი ქალაქი: თბილისი რაიონი/ადგილი: საბურთალო მისამართი: თამარაშვილის ქუჩა 10 ტელეფონი: +995-577-23-33-32 მობილური: +995-577-23-33-32 ვებ გვერდი: gudaurihills.com ელ. ფოსტა 1: infogudaurihills.comკოპირება e-mail Facebook URL: Instagram URL: