ტიპი: იყიდება
უძრავი ქონების ტიპი: პროექტები/საცხოვრებელი
სტატისი: ახალი აშენებული მდგომარეობა: ახალი გარემონტებული სართულები სულ: 5 ჭერის სიმაღლე (სანტიმეტრებში 200-დან 710-მდე სმ): 300 cm / სმ
ფასი: 7,840 GEL 1 კვ. მეტრი კონვერტაცია:
აივანი ვერანდა ბუნებრივი აირი ტელეფონი ინტერნეტი ტელევიზია კონდიციონერი გათბობა
კომპანია “კრწანისი ვილა რეზიდენსი” 2010 წელს დაარსდა იმ ადამიანების მიერ, რომლებსაც მანამდე მრავალწლიანი გამოცდილება ჰქონდათ სამშენებლო სფეროში. კომპანიის
მიზანი ქართული ბაზრისთვის უნიკალური ტიპის საცხოვრებელი ფართების შეთავაზება იყო. კრწანისი ვილა რეზიდენსი – ეს არის პროექტი, რომელიც გამწვანებული და დაცული უბნის კონცეფციას ეხმიანება. 20 000 კვადრატულ მეტრზე გაშენებული პროექტი საკუთარ თავში რამდენიმე განსხვავებული ტიპის საცხოვრებელს აერთიანებს: ხუთსართულიან კორპუსს მოსახერხებელი მიწისქვეშა პარკინგითა და აუზით თაუნჰაუსებს გამწვანებული საფარითა და ფართო ტერასებით, ექსკლუზიური პროექტის მიხედვით შექმნილ ვილებს, საკუთარი ეზოებით. ტერიტორიაზე ასევე განთავსებულია ღია აუზი, ფეხბურთის მოედანი, ჩოგბურთის კორტები, საბავშვო სკვერები და სარეკრეაციო ზონები. რთული წარმოსადგენია, მაგრამ ქალაქის ცენტრიდან სულ რაღაც 5 წუთის გზის გავლაა საჭირო, რომ სიმწვანესა და სიმშვიდეში აღმოჩნდეთ. ტემპერატურული სხვაობა აქ რამდენიმე წამში იგრძნობა. კრწანისი ვილა რეზიდენსის მაცხოვრებლებს კარგად ესმით კომფორტის ფასი. მათ არ უწევთ ნერვიულობა მანქანის გასაჩერებელ ადგილზე ან კომპლექსის პირვანდელი სახით შენარჩუნებაზე. ნარგავების მოვლასა და ტერიტორიის სისუფთავეს კვალიფიციური პერსონალი უზრუნველყოფს, დანარჩენ საკითხებს კი კონსიერჟი აგვარებს. ცალკე ჯგუფი ემსახურება ლიფტსაც, რის გამოც ტექნიკური პრობლემები მინიმუმამდეა დაყვანილი. როცა კრწანისი ვილა რეზიდენსის კონცეფციაზე ვმუშაობდით, წამითაც არ დაგვვიწყებია ჩვენი მომხმარებლების პრიორიტეტები. მათთვის კი გარდა სიმწვანისა და სიმშვიდისა, უსაფრთხოებაც მნიშვნელოვანია. თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით, ჩვენ შევქმენით გარემო, სადაც დიდები და პატარები თავს მშვიდად და დაცულად გრძნობენ. კომპლექსი შემოსაზღვრულია შლაგბაუმებით, ტერიტორია კი 24-საათიანი დაცვისა და კამერების მეშვეობით კონტროლდება.
სახელწოდება: კრწანისი ვილა რეზიდენსი ტიპი: სამშენებლო კომპანია (დეველოპერი) ყველა შემოთავაზება (1)
აღწერა
კომპანიის შესახებ კომპანია “კრწანისი ვილა რეზიდენსი” 2010 წელს დაარსდა იმ ადამიანების მიერ, რომლებსაც მანამდე მრავალწლიანი გამოცდილება ჰქონდათ სამშენებლო სფეროში. კომპანიის მიზანი ქართული ბაზრისთვის უნიკალური ტიპის საცხოვრებელი ფართების შეთავაზება იყო. ჩვენთვის დეველოპმენტი მხოლოდ შენობების აშენება არაა. ჩვენ გვინდა, შევქმნათ პირობები იმისთვის, რომ ადამიანებმა ბედნიერად და კომფორტულად იცხოვრონ ეკოლოგიურად სუფთა ადგილას, ეფექტურად დაგეგმარებულ სახლებში. ააშენო საცხოვრებელი შენობები ისე, რომ ბუნებისთვის დამახასიათებელი სიმშვიდე და ჰარმონიულობა არ დაიკარგოს – ნამდვილი ხელოვნებაა. ამ ყველაფრისთვის კრწანისი იდეალური ადგილია.
მისია ჩვენი მისიაა, შევქმნათ თანამედროვე სახლები თანამედროვე ადამიანებისთვის და ხელი შევუწყოთ ახალი, ცოცხალი უბნების გაჩენას ქალაქში.
ხედვა ეკოლოგია ის ფაქტორია, რომელიც პროექტის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე გვახსოვს: სწორედ ასე ვარჩევთ ადგილს მშენებლობისთვის, ენერგოეფექტური მასალების გამოყენებით კი გარემოსაც ვუფრთხილდებით და ჩვენი კლიენტების ფინანსებსაც. ბუნებასთან სიახლოვე და თანამედროვე ტექნოლოგიები ჩვენი საცხოვრებელი კომპლექსების მთავარი კონცეფციაა.
საკონტაქტო ინფორმაცია ქვეყანა: საქართველო რეგიონი: თბილისის რეგიონი ქალაქი: თბილისი რაიონი/ადგილი: კრწანისი მისამართი: გრიგოლ ვოლსკის ქუჩა 1 ფილიალის მისამართი: კრწანისის ქუჩა 14 ტელეფონი: +995-599-26-11-11 მობილური: +995-599-26-11-11 ვებ გვერდი: villaresidence.ge ელ. ფოსტა 1: infokrtsanisivilla.comკოპირება e-mail Facebook URL: Instagram URL: