სახელწოდება: მწვანე ალმასი ტიპი: სამშენებლო კომპანია (დეველოპერი) ყველა შემოთავაზება (1)
აღწერა
„მაქრო“ არის იმ კომპანიათა ჯგუფი, რომლებიც საქართველოს ეკონომიკის ძირითად სფეროებში ანხორციელებენ საინვესტიციო პროექტებს. საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოცულობის მიხედვით „მაქრო ჯგუფი“ შედის წამყვანი ინვესტორების ხუთეულში. "მაქრო ჯგუფის" მიერ განხორციელებული პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა აჭარბებს 270 მილიონ აშშ დოლარს.
„მაქრო ჯგუფის“ ძირითადი მიმართულებები: „მაქრო ქონსთრაქშენი“ - მშენებლობა და დეველოპმენტი; „მაქრო ტურიზმი“ - სასტუმრო ბიზნესი; „მაქრო ჰოუმ“ - ავეჯის წარმოება/საცალო და საბითუმო ვაჭრობა; „მაქრო ფუდი“ - სარესტორნე ბიზნესი. "მაქრო ჯგუფის" მიერ 2013 წლიდან წარმატებით განახორციელებული პროექტები: საცხოვრებელი კომპლექსები - „მწვანე ბუდაპეშტი“ და „მწვანე ალმასი“, სასტუმროები - Mercure Tbilisi Old Town და Ibis Styles Tbilisi Center; ავეჯის ფაბრიკა "Glorya"; ავეჯის მაღაზია "Bellissa "; სახლის აქსესუარების მაღაზია - Madamme Coco, რესტორანი Dinehall.
წარმატებული პროექტების შექმნისათვის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენენ Smart Living და Smart Working კონცეფციები, რომლებიც ცხოვრებისა და მოღვაწეობის ყველა ასპექტის გაუმჯობესებულ სტანდარტებს გულისხმობს. სწორედ ამიტომ, კომპანია მუდმივად სთავაზობს თავის კლიენტებსა თუ თანამშრომლებს მომსახურებისა და მუშაობის საუკეთესო პირობებს და ეს მხოლოდ იმიჯი არ არის, ეს „მაქრო“ ჯგუფის კომპანიების კრედოა.
საკონტაქტო ინფორმაცია ქვეყანა: საქართველო რეგიონი: თბილისის რეგიონი ქალაქი: თბილისი რაიონი/ადგილი: საბურთალო მისამართი: ფანჯიკიძის ქუჩა 22 (ყოფილი ბუდაპეშტის ქუჩა) ტელეფონი: +995-32-200-10-10 მობილური: +995-577-68-22-02 ვებ გვერდი: greendiamond.ge ელ. ფოსტა 1: infogreendiamond.geკოპირება e-mail Facebook URL: Twitter URL: Instagram URL: